„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია თავით კაკაბაძემ On.ge-ს დაუდასტურა.
დავით კაკაბაძის შესაძლო გათავისუფლებაზე და ქართულ სამსახურსა და მენეჯმენთან უთანხმოებაზე თავდაპირველად გამოცემა BBG Watch წერდა. BBG Watch ამბობდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყებოდა მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.
BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს
ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ქართულმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
„რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან„- ნათქვამი იყო ქართული რედაქციის წერილში.
„რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია განმარტებას ავრცელებს
რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მხარდასაჭერად პეტიციაც მომზადდა.
პეტიცია „რადიო თავისუფლების” ქართული რედაქციის მხარდასაჭერად
დავით კაკაბაძე „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა.