Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ, თანამდებობა დატოვა

31 იანვარი, 2018 23:30

„რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით კაკაბაძემ  აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ „რადიო თავისუფლებისთვის” მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმება თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა, ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა” -კაკაბაძემ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

დავით კაკაბაძის შესაძლო გათავისუფლებაზე და ქართულ სამსახურსა და მენეჯმენთან უთანხმოებაზე თავდაპირველად გამოცემა BBG Watch წერდა.   BBG Watch ამბობდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყებოდა მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.

BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს

ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ქართულმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. 

„რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან„- ნათქვამი იყო ქართული რედაქციის წერილში. 

„რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია განმარტებას ავრცელებს

რადიო „თავისუფლების“ ქართული  რედაქციის მხარდასაჭერად პეტიციაც მომზადდა. 

პეტიცია „რადიო თავისუფლების” ქართული რედაქციის მხარდასაჭერად

დავით კაკაბაძე „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^