Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EBRD-ის სესხი „ნენსკრა ჰესისთვის" - რა ელის პროექტს

07 თებერვალი, 2018 12:29

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ნენსკრა ჰესისთვის“ სესხის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

კერძოდ, EBRD-ის დირექტორთა საბჭომ „ნენსკრა ჰიდროსთვის“ 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, რომელიც ჰესის პროექტის განვითარებისა და მშენებლობისთვისაა გამიზნული, ასევე 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია სს „ნენსკრა ჰიდროს“ – პროექტის განმახორციელებელი კომპანიის სააქციო კაპიტალში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ბანკის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელება ბევრ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის ბუნებრივ კატასტროფებს. მისი თქმით, ამის რისკი ძალიან დიდია. ასევე დიდია დაძაბულობა და პროტესტი ადგილობრივ მოსახლეობაში.

„პირველად არ ხდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას არ უსმენენ. „დარიალჰესის“ შემთხვევაშიც ვნახეთ, რა შედეგებით დასრულდა ეს. იგივე მოხდა „შუახევი ჰესის“ შემთხვევაშიც, რომელიც ფაქტობრივად ვერ მუშაობს. თუმცა „ნენსკრაჰესის“ შემთხვევაში პრობლემა არის უფრო მასშტაბური, ვინაიდან ნენსკრას პროექტი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ზემოთ ნახსენები ჰიდროელექტროსადგურების. ამ ინსტიტუტების მონაწილეობა არ არის გარანტია და არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კეთდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, სესხი ჯერჯერობით დამტკიცებული აქვს მხოლოდ ერთ ბანკს, თუმცა ვინაიდან პროექტი მასშტაბურია, მისი განხორციელება დამოკიდებულია კიდევ დანარჩენ 2-3 საფინანსო ინსტიტუტზეც, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ სესხის მიცემა.

„უამრავი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ჰესის მშენებლობა არ დაიწყოს. ეს დამოკიდებულია პროტესტზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის გამო მრავლად იქნება საჩივარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტშიც. ასევე, მნიშვნელოვანია, რა რეალობა შეიქმნება ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახლა, როცა გაზაფხული მოდის. ჩვენ ვნახეთ კიდეც ზამთარში ჩამოწოლილი ზვავი საპროექტო ტერიტორიაზე“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, სესხის დამტკიცება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელება იწყება. მაგალითად, სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან დამტკიცებული ჰქონდა თბილისის შემოვლით რკინიგზასაც, თუმცა შემდგომ გაუქმდა.

მისი თქმით, საფინანსო ინსტიტუტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც არაერთხელ მიუწერია კოლექტიური წერილი. შენიშვნები ასევე ჰქონდა „მწვანე ალტერნატივასაც“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბანკმა გადაწყვიტა, რომ მაინც გაეცა სესხი ასეთ პრობლემურ პროექტზე.

„რეალურად, შეიძლება ასე ითქვას, რომ რაც მოხდება ამ პროექტთან დაკავშირებით, ეს იქნება ბუნებრივი კატასტროფები თუ მღელვარება, პასუხისმგებელი იქნება ეს ბანკიც და სხვა საფინანსო ინსტიტუტიც, რომელიც სესხს დაუმტკიცებს ამ პროექტს. ისინი თანაბრად გაინაწილებენ პასუხისმგებლობას მთავრობასთან და კომპანიასთან ერთად. ისიც დანარჩენი პროცესების თანამონაწილე ხდება, რაც დარწმუნებული ვარ, რომ განვითარდება ამ პროექტის გარშემო“, - ამბობს ჭიპაშვილი.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამატებითი გარემოსდაცვით და სოციალური კვლევების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ.

დათო ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ მკვიდრ მოსახლეობასთან დაკავშირებით სვანები სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელსაც გულისხმობს მთელი რიგი საფინანსო ინსტიტუტებისა თუ გაეროს მოთხოვნები.

საქმეე ისაა, რომ მკვიდრი მოსახლეების შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც პროექტი იგეგმება, ადგილობრივი მოსახლეობისგან წინასწარ თანხმობა უნდა მოეპოვებინათ. სწორედ, ამ პროცესის თავიდან აცილების მიზნით, დაუსაბუთებლად თქვეს, რომ სვანები არ ყოფილან მკვიდრი მოსახლეები“, - ამბობს ჭიპაშვილი.

ნენსკრაჰესის პროექტი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ხორციელდება, რომელიც ცოტა ხნის წინ სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოფიციალური აქციონერი გახდა.

ნენსკრა ჰესის“ აშენება სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში იგეგმება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებას 2018 წელს გეგმავენ. ამჟამად ნენსკრას ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეებს, ჭიპაშვილის თქმით, „ნენკრაჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ნახევარფაბრიკატია და საფრთხეებისა და გარემოზე ზეგავლენის მხრივ შესწავლილი არაფერია.

ის ასევე ამბობს, რომ საქართველოში მშენებარე ჰესებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს, ძირითადად, კომპანია „გამა კონსალტინგი“ ადგენს, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, „ნენსკრა ჰესის" გზშ-ში არცერთი საკითხი, რომელიც უშუალოდ რისკებს ეხება, ეს იქნება გეოლოგია, თუ გეოლოგიური საფრთხეები, შესწავლილი არაა.

როგორც ნენსკრას, ასევე „ნამახვანის ჰესის" შემთხვევაში, შუახევის, დარიალის, კიდევ ბევრი სხვა ჰესის შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით არათუ წინადადებებს, არამედ მთელ თავებს, რომლებიც, ფაქტობრივად, დაკოპირებულია. შეიძლება ითქვას, მხოლოდ სათაურები იცვლება. ხშირად ისეთი შეცდომები იპარება, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია, რეალობას შეესაბამებოდეს", - ამბობს ჭიპაშვილი.

„საპარტნიორო ფონდს" კი მიაჩნია, რომ პროექტი არის უსაფრთხო. მათი თქმით, 20 მილიონზე მეტი გარემოსდაცვითი ეფექტების გამანეინტრალებელი ღონისძიებებისა და სოციალური პროგრამებისთვის დაიხარჯება. 

ნენსკრა ჰიდრო" აცხადებს, რომ პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგომომარაგებას.

ანგარიში ნენსკრაჰესზე: სვანები „მკვიდრი მოსახლეობის“ დეფინიციას სრულად არ აკმაყოფილებენ

სვანეთში პოზიციებს არ თმობენ - მორიგი შეკრება ხაიშში

ვიდეო► „ნენსკრა ჰესი“ - რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^