Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია საქართველოში შრომითი უფლებების შესახებ Amnesty International-ის ახალ ანგარიშში

22 თებერვალი, 2018 11:51

ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  Amnesty International- მა  2017 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში 159 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა შეფასებული, მათ შორის, საქართველოში.

შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა.

ანგარიშის მიხედვით, შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლავინდებურად დგას რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტიანი მონიტორინგის საჭიროება.

1209 - უსაფრთხო შრომის კანონის მოთხოვნით

ბოლო 6 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა 1209 მუშა.

1209 დაღუპულს შორისაა ის 4 ადამიანიც, რომლებსაც მაისში ტყიბულის შახტში ბაგირი ჩაუწყდათ და 400 მეტრის სიმაღლიდან შახტის სიღრმეში ჩაცვიცდნენ.

პარლამენტი „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტზე უკვე მერვე თვეა მსჯელობს. განხილვა 2017 წლის ივნისში დაიწყო.

ამ პერიოდის განმავლობაში 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოლოდინი, რომ ცვლილებებს პარლამენტი 2017 წლის ბოლომდე დაამტკიცებდა, არ გამართლდა.

ვიდეო ► „1209“ - აქცია სამუშაო ადგილებზე მუშების დაღუპვის გამო

შრომითი სტანდარტი - რა გაკეთდა და არ გაკეთდა ასოცირების დღის წესრიგის ანგარიშის თანახმად

კვლევა: მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^