შსს-ს ცნობით, ორბელიანის მოედანზე შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მოზარდები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.
როგორც „ინგოროყვას“ კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, შემოიფარგლება ზედაპირული ტრავმებით. თავის ტვინის შერყევის ნიშნებია. თავსდებიან კლინიკაში, შემდგომი დაკვირვების მიზნით. ამ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა არ არის,“ - განაცხადა ექიმმა.
შემთხვევის შედეგად 6 მოზარდი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს
პრემიერი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო