Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი ნათია ზამბახიძე გახდა

02 მარტი, 2018 15:44

„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი ნათია ზამბახიძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სანდო წყარომ მიაწოდა. 

ნათია ზამბახიძე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. მანამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იყო. 

30 იანვარს „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში თანამდებობა დატოვა რადიო თავისუფლების თბილისი ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ. 

„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს

რატომ დატოვა მარინა ვაშაყმაძემ "რადიო თავისუფლება"

დავით კაკაბაძის შესაძლო გათავისუფლებაზე და ქართულ სამსახურსა და მენეჯმენთან უთანხმოებაზე თავდაპირველად გამოცემა BBG Watch წერდა.   BBG Watch ამბობდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყებოდა მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.

BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს

რაზე ისაუბრეს NGO-ების წარმომადგენლებმა „რადიო თავისუფლების" ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე​

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის ახალი დირექტორი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^