იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
განმარტება პაპუნა უგრეხელიძემ Facebook-ზე დაწერა. იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა თავისუფლად ლაპარაკი შეძლოს.
„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.
რამდენიმეა დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს
„ლიბერალი" ესაუბრა ქალს, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს (საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს) სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნის გარდა მან ამ ფაქტის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც აცნობა, თუმცა პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯაროო რეესტრის ხელმძღვანელი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს. ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ასაკის ქალები არ იზიდავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.