Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: ალტერნატიული კანონპროექტი უგულებელყოფს ნარკოპოლიტიკაში მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს

28 მარტი, 2018 11:47

EMC ნარკოპოლიტიკის რეფორმის ალტერნატიული პროექტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასწორი და პრაქტიკულად გაუმართლებელია, ერთმანეთისგან განცალკევებულად წარიმართოს მსჯელობა კომპლექსურ და ურთიერთდაკავაშირებულ საკითხებზე. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს პრობლემის არასწორ აღქმას და დაგეგმილი რეფორმის იდეის დაზიანებას.

„გუშინ, 2018 წლის 27 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავ უწყებებს შემუშავებული აქვთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობების ცვლილებას შეეხება. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა (საბჭოს იმ წევრების გარდა, რომლებიც პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის ინიციატორები არიან), გუშინვე, მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტისგან, რომელიც პარლამენტში თითქმის 10 თვეა რეგისტრირებულია.

პროკურატურის მომზადებული კანონპროექტი შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების დოზების ცვლილებას იმ მიზნით, რომ ცარიელი/მოხმარებული შპრიცის გამო ადამიანები წლობით ციხეში არ მიდიოდნენ. ამ კანონპროექტით არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება. კანონპროექტი ასწორებს მხოლოდ ერთ ანომალიას, რაც ქართულ ნარკოპოლიტიკას ახასიათებს, თუმცა უგულებელყოფს მთელ რიგ უსამართლობებს და სისტემურ პრობლემებს არსებულ ნარკოპოლიტიკაში. სამწუხაროა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს წევრები დაეთანხმნენ საკანონმდებლო ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელებას.

მიგვაჩნია, რომ არასწორი და პრაქტიკულად გაუმართლებელია, ერთმანეთისგან განცალკევებულად წარიმართოს მსჯელობა კომპლექსურ და ურთიერთდაკავაშირებულ საკითხებზე. მსგავსი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს პრობლემის არასწორ აღქმას და შესაბამისად, დაგეგმილი რეფორმის იდეის დაზიანებას.

რეფორმის ავტორები და მხარდამჭერები გასული თვეების განმავლობაში ვდგამდით ნაბიჯებს იმისთვის, რომ პრინციპულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან კონსენსუსი მიღწეულიყო და რეალური რეფორმის გატარება შესაძლებელი გამხდარიყო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე ათეული ორგანიზაციის ავტორობითა და პარლამენტის ხუთი წევრის ინიცირებით, პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი, გვერდზე გადადოს, მის ნაცვლად კი მუშაობა გააგრძელებს დავიწროებულ, ფრაგმენტულ კანონპროქტზე, რომელიც ერთი კონკრეტული მიმართულებითაც კი (ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები), სრულად ვერ აგვარებს არსებულ პრობლემებს და კვლავაც შესაძლებელს ტოვებს, ადამიანების პატიმრობაში ყოფნას პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, აჩვენებს სრულიად არაჯანსაღ დამოკიდებულებას იმ პროცესის მიმართ, რომელშიც ჩვენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად არაერთი თვის განმავლობაში ვიყავით და შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ კონსენსუსი მიღწეული ყოფილიყო. კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ჩვენ არაერთხელ დავთანხმდით პროცესის დროში გახანგრძლივებას, რამაც რეალურად მხოლოდ რეფორმის გაჭიანურება და მისი შინაარსის დაკნინება მოიტანა. კრიტიკულ მომენტში, როცა პარლამენტმა უნდა განაახლოს პლატფორმის კანონპროექტზე მსჯელობა, ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიის ცალმხრივი ცვლილება და პროცესში ჩართული არაერთი ჯგუფის მოთხოვნის იგნორირება, პროცესის ლეგიტიმურობას საეჭვოს ხდის. ამავდროულად, სამართალდამცავების მიერ შემოთავაზებული ხედვა უგულებელყოფს მოქალაქეთა მრავალწლიან და სამართლიან მოთხოვნას, ფუნდამენტურად შეცვლილიყო სადამსჯელო, რეპრესიაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მთავრობის ინიცირებით 8 ნარკოტიკის ოდენობაზე ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება

გურო იმნაძე: ხდება ნარკოპოლიტიკის რეფორმის გახლეჩა და დანაწევრება

იმნაძე: დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კომისიის სხდომაზე არაფერი თქმულა, რაც საგანგაშოა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^