იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის საქმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუ საზოგადოება ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას.
„ძალიან სამარცხვინოა როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით. მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ვერბალურ და ფიზიკურ ძალადობას. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი“,-განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, „რუსთავი 2-ზე“ გასული სიუჟეტში მსხვერპლმა, რომელმაც მას მიმართა დახმარებისთვის ტყუოდა, როცა თქვა, რომ თითქოს მინისტრმა იცოდა უგრეხელიძესთან დაკავშირებული საქმის დეტალების შესახებ შესახებ.
„მსხვერპლმა რომელმაც „რუსთავი2-ის“ ეთერში სახე დაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის. იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად მან იკადრა ტყუილი როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავიათქო. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა“,-თქვა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პაპუნა უგრეხელიძემ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მას აჩვენა საქმის მასალები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები უგრეხელიძეს არ უნდა ეკუთვნოდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის დავები რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცემათ საშუალება რომ მშვიდ პირობებში, სასამართლოში განიხილონ. როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა და მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არც ერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში“,- თქვა თეა წულუკიანმა.
რამდენიმე დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.
ამის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.
იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა განცხადებების თავისუფლად გაკეთება შეძლოს.
„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.
პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს. ამის შესახებ კოალიცია “თანასწორობისთვის" ანგარიშშია საუბარი.
პაპუნა უგერეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
.