მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძის შემდეგ უმრავლესობას კიდევ სამი წევრი ტოვებს. ერთ-ერთი ბექა ნაცვლიშვილია.
„ლიბერალი“ დეპუტატს დაუკავშირდა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.
დღეს უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მისი ეს გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას მოჰყვა. დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო თანამდებობებისა და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასაც აპირებს.
„ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ეს იყო მიუღებელი და ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეღო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ „ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, – განუცხადა 1tv -ს ფოფხაძემ.
ნინია კაკაბაძის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტმა საზმაუს ბორდის წევრებად ოსიპოვა და კაკაბაძე აირჩია
კილაძე ფოფხაძეზე: ნინია კაკაბაძის არჩევა უფრო საბაბია და მიზეზი ალბათ სხვაა