სახალხო დამცველის ოფისთან ზვიად დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მედიისთის განცხადებას გააკეთეს. ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების საქმეზე სახალხო დამცველთან გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
„ის სამი საჩივარი, რომელიც სამი დღის წინ გადმოგვეცა სახალხო დამცველისგან, ორ გვერდზე რეალურად ჭორაობაა. აქ არის ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე მედიით გავრცელდა. მხოლოდ ეს არის. თითოეულზე, ამ ორგვერდიან საჩივარზე, დაახლოებით 15-გვერდიანი პასუხი გავეცი. ყველა სიტყვას, წინადადებას და აბზაცს ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხი გაეცა .
ის, რასაც ვკითხულობდი განცხადებებში კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმას, რასაც სულ ხაზს ვუსვამდი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო და შეცდომა. ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა ჰქონდა - ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ ის ქალები, რომლებიც კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ. ერთადერთი ამოცანა ჩვენს პროცესს აქვს სიმართლის დადგენა, ამიტომაც ვთანამშრომლობთ შსს-თან, ომბუდსმენთან და სასამართლოს მივმართავთ სარჩელით", - ამბობს ზვიად დევდარიანი.
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს.
3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს.