Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანდატურის სამსახურის რეფორმის შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა

02 ივლისი, 2018 16:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა.

უწყების ცნობით, ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

უწყებაში აცხადებენ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, ასევე, შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესი. მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი.

„მანდატურის კანდიდატის მიმართ განისაზღვრა ახალი მოთხოვნებიც: სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, მანდატურის პოზიციას მხოლოდ სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირები დაიკავებენ. მათ მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავს.

კანონპროექტით, მანდატურის სამსახურის რეფორმას 2018-2019 წლებში 10.6 მლნ. ლარი დასჭირდება

დამატებითი ფუნქციები შეიძინა მანდატურის სამსახურმაც, კერძოდ: სკოლებში მოსწავლეთა შორის კონფლიქტების განეიტრალების, სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის და კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის მიზნით, მანდატურს მეტალოდეტექტორის გამოყენებით მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება; მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შემცირებისა და მოსწავლის ქცევის მართვის მიზნით, მანდატური უფლებამოსილი იქნება, მოახდინოს მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით; მოსწავლის განცალკევება განხორციელდება სკოლაში მშობლის გამოცხადებამდე, მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვების თავიდან ასაცილებლად; განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მანდატური შესაძლოა, სკოლის დირექტორმა აღარ დანიშნოს - რა რისკებს ხედავენ სპეციალისტები

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები იზრდება - მთავრობამ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^