საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჭუბერის დატბორვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.
ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
მათივე ცნობით, ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
ვიდეო► ჭუბერში, სადაც ჰესი შენდება მთის ნაწილი ჩამოიშალა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა
„არა დიდ კაშხლებს“- აქცია „ნენსკრაჰესის" პროექტის წინააღმდე