დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაწერა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით 11:00 საათზეა დანიშნული.
ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა - უკრაინის საზღვაო ძალები
პოროშენკო უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაეთანხმა
უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ მათ გემებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას.
“მე როგორც პრეზიდენტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მხარს ვუჭერ სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა და საომარი მდგომარეობის შემოღებით უკრაინის პარლამენტისთვის მიმართვას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელიც საკითხის განსახილველად დღეს შეიკრიბება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამისი განკარგულება უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გასცა.