ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია”.
როგორც კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში დესტაბილიზაციის შექმნას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას...
ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები",- განაცხადა კობახიძემ.
2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გამართა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა. ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ,- „დავსხდეთ და ერთად გამოვნახოთ გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად“. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევენ დროს.
შექმენით სამუშაო ჯგუფი, ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ - ვაშაძე ხელისუფლებას
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება - ნიკა მელია
სააკაშვილი: იმ წამსვე გავჩნდები თქვენთან, როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ