Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

24 დეკემბერს ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით საგანგებო საკომიტეტო მოსმენა გაიმართება

12 დეკემბერი, 2018 13:52

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი 24 დეკემბერს საგანგებო საკომიტეტო მოსმენას გეგმავს, რომელზეც განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს შემოწმებებთან დაკავშირებით სრული სურათის წარდგენას სთხოვენ,- ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

მარიამ ჯაშმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ჩვენ სისტემური შეფასება უნდა მოვახდინოთ, ზოგადად, აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის. როდესაც სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, ბუნებრივია, რეაგირების საერთო სქემები არსებობს. 24 დეკემბერს იქნება კომიტეტის სხდომა. იმის გამო, რომ მე მინდა დეტალური ინფორმაცია, ამიტომ ვაძლევ ამ დროს შესაბამის სამსახურს, რომ მათ შეძლონ სრულყოფილი სურათის წარმოდგენა, რომ ჩვენ კარგად გავერკვეთ საფუძვლებში. მეც გეთანხმებით, რომ ანონიმური წერილი, ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, შესაბამისი სამართლებრივი პროცესები რომ იწყებოდეს და იქნებ ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ რეგულაციების მხრიდან გადავხედოთ და შევცვალოთ,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, მიაწოდონ სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლონ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აღნიშნული საქმის საფუძვლიანად შესასწავლად. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმართავს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს,- მხოლოდ 2018 წელს შემოწმების შედეგად დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში  მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. 

შემოწმების პროცესი საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა - ზედგინიძე ზუგდიდის მე-6 სკოლაზე

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.

უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზეწოლა - უმრავლესობის წევრები ია კერზაიას გარდაცვალებაზე

რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^