Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურჯაანის რაიონული სასამართლო კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განმარტებას აკეთებს

20 დეკემბერი, 2018 17:42

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. მასში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზეზებია განმარტებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

„2018 წლის 20 დეკემბერს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ დავით კ.-ს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს, ქ. თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, ამავე დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი, რომლითაც ისინი ყვარლის გავლით შეძლებდნენ თელავში ჩასვლას.

მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებისა, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც სურდათ თელავის მიმართულებით გადაადგილება, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი.

იმავე დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, პოლიციის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კ. თავს დაესხა საავტომობილო გზაზე ავტობუსში მყოფ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორს, რომელსაც მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

კერძოდ, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, ამჟამად კი ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს პატიმრობას. ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა.

პროკურორი: დავით კირკიტაძემ 2015 წელს გირაოს პირობა დაარღვია

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება“,- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძე დააკავეს

კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია  სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილია.

„ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციის დღეს უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრების გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი იქნა კონკრეტული მაგისტრალი. მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ ერთ-ერთ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას“,- განმარტავს ადვოკატი.

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის დაცვის მხარეს დღეს გადაეცა. ადვოკატის განმარტებით, ისინი, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც 2 დღეა, მასმედიით ვრცელდება. 

ადვოკატი განმარტავს, რომ კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად მშრალ შიმშილობას.

„ქონების დაზიანებაზე ბრალში არანაირი მსჯელობა არ არის და როგორც ზეპირად განმარტა გამომძიებელმა, გამოძიება მას ამის გამო ედავება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გუშინ და დღეს გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მას თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება.

ადვოკატი: კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^