ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება. ქალები მოითხოვენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას მის მიერ დანიშნული საპრლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.
ზურაბიშვილი: დიმიტრი გაბუნია ამ დილით საპარლამენტო მდივნად დავნიშნე
დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გასაპროტესტებლად „ქალთა მოძრაობა“ აქციას გეგმავს
„დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. კერძოდ, ის აცხადებდა: "ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია." ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას, "- ამბობენ ქალთა მოძრაობაში.
ცქიტიშვილი: დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დავნიშნავდი
"ქალთა მოძრაობამ" წინასაარჩევნო პერიოდშიც მოიწვია სალომე ზურაბიშვილი საჯარო დებატზე, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატთან კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
`ჩვენ კვლავ მოვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას და მოვუწოდებთ მას: "გადმოდი ქალების მხარეს!"- ამბობენ ქალი აქტივისტები.
ქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან პერფორმანსი გამართეს წითელი ლენტით, რადგან მათი თქმით, #metoo-ს ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი. აქციის მონაწილეებს აქვთ გულსამაგრი წარწერით #მეც.