Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის საქმეს შეისწავლის და საკონსტიტუციოს მიმართავს

22 დეკემბერი, 2018 19:11

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” ნარკოტიკულ დანაშაულში მსაჯვრდებული ირაკლი ჩხეიძის საქმეს შეისწავლის. ირაკლი ჩხეიძე 28-ე დღეა, პროტესტრის ნიშნად შიმშილობს.

EMC-ის განცხადებით, ირაკლი ჩხეიძის სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზის არსებობაზე მიუთითებს. ამ მოტივით, უახლოეს პერიოდში დაიწყება საქმის დეტალური შესწავლა და მომზადდება სამართლებრივი შეფასება.

ორგანიზაციის თქმით, ასევე, უახლოეს დღეებში მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ფლობისთვის დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობის საკითხზე.

„უსამართლო და არაპროპორციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაწესებული სასჯელების არაპროპორციულობაზე არაერთ საქმეს განიხილავს, მათ შორის, მსჯავრდებული პირების სახელით შეტანილ სარჩელებს. ირაკლი ჩხეიძის საქმე ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, მათი წარმომადგენელი დღესვე მოინახულებს მსჯავრდებულს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

--------

მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე, რომელსაც „შპრიცში აღმოჩენილი" ნარკოტიკის კვალისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 28-ე დღეა, შიმშილობს. მას მსჯავრი 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის მიესაჯა.

როგორც „ლიბერალს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, უწყება ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. უწყების განცხადებით, მსჯავრდებული მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული 28-ე დღეა, შიმშილობს - გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში

შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის მსჯავრდებული 8 დღეა შიმშილობს - ითხოვს საპროცესოს

ვიდეო ► 6 წელი შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის

პროკურატურა: მოშიმშილე მსჯავრდებულმა 2017 წელს საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^