„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ამავე კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი განიხილება.
„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, ის არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს“,- განაცხადა მდინარაძემ.