Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოდია: საქართველოში ნებისმიერი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების არის ძალიან სახიფათო

14 იანვარი, 2019 15:55

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, „ნებისმიერი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების ისე, როგორც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშია, ჩვენთვის იქნება ძალიან სახიფათო“.

როგორც ნოდიამ  „ლიბერალს“ განუცხადა, ინიციატივა, რომელიც ცილისწამების კონტროლს ეხება, საფრთხის შემცველია და  აღნიშნავს, რომ   შესაძლოა, ეს გახდეს ბერკეტი ხელისუფლებისთვის, გააჩუმოს ოპონენტები ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ აკრიტიკებს. 

„საქართველოში არის საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების სფეროში. მე ვფიქრობ რომ ერთი მხრივ, ამით უნდა ვიამაყოთ, მეორე მხრივ, მისი მიღება გამომდინარეობდა იქიდან, რომ  ჩვენ ვართ დემოკრატიის განვითარების იმ დონეზე, რაზეც ვართ.  ანუ, არ გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო; გვყავს, როგორც წესი, ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. ასე რომ, ნებისმიერი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, რომელიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არის, ჩვენთვის იქნებოდა ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ხელისუფლებას მაშინვე მიეცემოდა ბერკეტი კანონმდებლობა თავისი ოპონენტებისა და კრიტიკოსების წინააღმდეგ  (არ ვგულისხმობ მხოლოდ ოპოზიციას,  ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას) გამოეყენებინა“, - თქვა ნოდიამ.  

ნოდია აღნიშნავს, რომ ბუნებრივია ისეთი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ინიციატივები ჩნდება. „ჯერჯერობით, გადავრჩით, რომ ეს კანონმდებლობა შევინარჩუნეთ“, - ამბობს ის. 

ნოდიას თქმით, ეს არის ახალი შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში და საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ამის წინააღმდეგ. 

„ეს ახალი შეტევაა სიტყვის თავისუფლებაზე, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში და პატრიარქმაც ისაუბრა.  თავისთავად ეკლესიის მხრიდან ნაკლებად გასაკვირი იყო, რომ ასეთი შეხედულება გამოითქვა. საპარლამენტო უმრავლესობას კი აქვს მოტივი, რომ მხარი დაუჭიროს ამ ტიპის კანონმდებლობას და საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ამის წინაამდეგ“, - თქვა ნოდიამ.

ნოდია, ასევე საუბრობს ვეროპულ ქვეყნებზე, სადაც მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, თუმცა ამ ქვეყნებში პოლიტიკური კულტურა შეიცვალა და ისეთ სიმაღლეზე დგას, რომ ეს კანონები არ გამოუყენებიათ დიდი ხნის განმავლობაში. 

„მაგალითად, ბრიტანეთში არის კანონი მკრეხელობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს კანონი არ გამოყენებულა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რადგან იქ ისეთი პოლიტიკური კულტურაა, ჩვენში კი სხვა კულტურაა, სხვა ტრადიციაა, ამიტომ, როგორც კი სამართლებრივი შესაძლებლობა გაჩნდება, შეიძლება, ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს ახლად გაჩენილი ხვრელი კანონმდებლობაში, რომ გააჩუმოს თავისი მოწინააღმდეგები და მერე თქვას, რომ აი ევროპაშიც ასეა“, - უთხრა „ლიბერალს" ნოდიამ. 

________________________________________________

ცილისწამების შესახებ კანონზე თავდაპირველად ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში ამ თემაზე ყურადღება გაამახვილა პატრიარქმა. ილია II-მ ეპისტოლეში აღნიშნა, რომ  „არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც"

პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პატრიარქის ეპისტოლეში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნაწილი  შეაფასა. 

„ეს არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება დაფიქრება თუ როგორ მოგვარდეს ის;  არ გამოვრიცხავ რომ საგაზაფხულო სესიაზე რამე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. დღეს კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

11 დეკემბერს პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა. მან თავის მოხსენებაში ცილისწამების შესახებ კვლავ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციით არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, თუმცა აქვს „მორალური ინიციატივის“ უფლება.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება.  პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრობს და განმარტავს, რომ , „უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს". მოისწრაფიშვილის „უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული [უნდა] იყოს შეურაცხყოფისგან".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^