Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გეგმები აქვს სამინისტროს მეცნიერების განვითარების მიმართულებით

30 იანვარი, 2019 14:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც შეხვედრისას მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, მეცნიერების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი „ქართული მეცნიერების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა“.

„ეს გვაძლევს წვდომის შესაძლებლობას ევროკავშირის შიდა საუნივერსიტეტო რესურსებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახლა ხელმიუწვდომელია. ეს გამოიწვევს მეცნიერების ინტეგრაციას ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, რაც გზას გაუხსნის და შესაძლებლობას გაუჩენს როგორც მოქმედ, ასევე დამწყებ მეცნიერებს, რომ იფიქრონ ერთობლივ პროექტებსა და კვლევებზე, რისი უზარმაზარი რესურსიც და შესაძლებლობაც ევროკავშირში არის“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი მეცნიერების მიმართულებით სამინისტროს პრიორიტეტების გახმაურებაა, ორშაბათიდან კი დაიწყება სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სავარაუდოდ ერთ თვეში სამინისტრო წარმოადგენს საერთო, შეჯერებულ თვალსაზრისს.

შეხვედრისას რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც მეცნიერების მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა  ევროპულ სამეცნიერო წრეებში ინტეგრირებაა. წორედ ამიტომ 2019 წლიდან იგეგმება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრირება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილია EURAXESS-ში საქართველოს გაწევრება, რაც ზვიად გაბისონიას განმარტებით, ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების გადამზადებასა და ქართველ მკვლევართა კარიერულ ზრდას.

„ეს არის ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტალი, რომელიც საშუალებას იძლევა, 40-ზე მეტ ევროკავშირის და პანევროპულ ქვეყნებში მოვახდინოთ ქართული სამეცნიერო ბაზებისა და ქართული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაცია.  ეს მოიცავს ევროკავშირის წევრ ქვეყანებში ნებისმიერი ტიპის, (თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ქვეყანა არ ზღუდავს თავისი მოქალაქეებისა და მეცნიერებისთვის) კონკრეტული საგრანტო პროექტების მოპოვებას, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში  პროექტებში ჩართვას. ვგეგმავთ, რომ დაახლოებით 2019 წლის შემოდგომაზე ჩვენ გავწევრდებით და წლის ბოლოსთვის, ალბათ, ამ პორტალზე ქართული დროშაც აფრიალდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დავიწყოთ პროგრამირების ნაწილში ინტეგრირება და 2020 წლის დასაწყისში ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ, უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების მეშვეობით ჩაერთონ ამ ბაზაში და მიეცემათ პირდაპირი წვდომა, უფასოდ აწარმოონ გარკვეული ტიპის კვლევები. ამით გაიზრდება შესაძლებლობები ქართველი მკვლევრების კარიერული ზრდისთვის და გაიზრდება უცხოელი სტუდენტების დაინტერესება საქართველოში სწავლის მიმართ“.

მისივე თქმით, EURAXESS-თან ინტეგრაციის ფარგლებში შეიქმნა EURAXESS-GEORGIA პორტალი რომელიც ჩაერთვება EURAXESS-ის პანევროპულ სისტემაში.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის შესახებაც ცენტრის დირექტორმა გაამახვილა ყურადღება, ქვეყნის სამეცნიერო შესაძლებლობების გაზომვაა.

„ამ მიმართულებით წელს იგეგმება სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტების დანერგვა მეცნიერების მენეჯმენტში, უცხოელი ექსპერტების ჩართვა კვლევების შედეგების შეფასებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მეცნიერების მართვაში“.

როგორც პრეზენტაციისას ითქვა, 2019 წლიდან სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, მოხდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო - ELSEVIER-ის სისტემაში და მასში შემავალ ბაზებზე: Science Direct, SciVal finder, Scopus,  Mendeley data.

როგორც ფონდის დირექტორმა განმარტა, შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით, გამარტივდება საგრანტო განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების დადგენა, მეცნიერებს მიეცემათ ვადა, ტექნიკური ხარვეზი გამოასწორონ. შესაბამისად, სრული აქცენტი იქნება საგრანტო განაცხადის შინაარსობრივ ნაწილზე.

ფონდის დირექტორმა ასევე ისაუბრა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზეც.

უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, დაწესდება სახელობითი სტიპენდიები: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია. სოციალურ მეცნიერებებში - დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია. ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში - ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში - ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია. აგრარულ მეცნიერებებში - დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია.

ზვიად გაბისონიას თქმით, საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო არენაზე გატანის მიზნით,  ფონდი გეგმავს ონლაინ სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) გამოცემას. ჟურნალს ეყოლება საერთაშორისო რედკოლეგია, მოხდება სტატიების ფარული რეცენზირება, გამოიცემა თემატური ნომრები სამეცნიერო მიმართულების მიხედვით: Georgian Science - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; Georgian Science - ინჟინერია და ტექნოლოგიები; Georgian Science - სიცოცხლის შემსწავლელი, ჯანმრთელობისა და მედიცინის, აგრარული მეცნიერებები; Georgian Science - ჰუმანიტარული და სოციალური და მეცნიერებები;

როგორც შეხვედრისას ითქვა, სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, 2019 წელს იგეგმება ახალი კონკურსების ადმინისტრირება სკოლის მოსწავლეებისათვის: ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი „ნიუტონი“ „ნორჩი მეცნიერები“ ალექსანდრე როინიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი ნახატების კონკურსი „ნიკალა“. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. შეხვედრებისას უკვე ისაუბრეს ზოგადი განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების, სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის, უსაფრთხო სკოლის მოდელისა და გამოცდების რეფორმის შესახებ:

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს განათლების სამინისტრო 2019 წელს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი სასკოლო ცხოვრებაში - რა გეგმები აქვს სამინისტროს

როგორ აპირებს სამინისტრო სკოლა გახადოს უსაფრთხო

გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და 3 სავალდებულო მისაღები გამოცდა - ახალი მოდელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^