Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა ზედანია ილიაუნიზე სასაუბროდ ყველა დაინტერესებულ მხარეს პარასკევს ფორუმზე იწვევს

07 თებერვალი, 2019 12:07

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია პარასკევს ყველა დაინტერესებულ მხარეს დისკუსიაზე იწვევს. მისი თქმით, ადმინისტრაცია მზადაა ილიაუნის პრობლემებსა და მომავალზე გამართოს ფორუმი, რომელზეც ყველას შეეძლება აზრის გამოხატვა.

„ამ დღეებში ბევრ ადამიანს გაუჩნდა წუხილი ილიაუნის თაობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ილიაუნის თანამშრომელია, ზოგი - სტუდენტი, ზოგიც უბრალოდ გულშემატკივარი იმ მზარდად პლურალური და პლურალისტური სივრცისა, რომლადაც ეს უნივერსიტეტი ყალიბდება. ცხადია, ეს წუხილი ჩემი წუხილიცაა, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობასაც და არანაირად არ ვაპირებ მას გავექცე.

მეც, ილიაუნის მმართველი ორგანოებიც, ადმინისტრაციაც ყველაფერს გავაკეთებთ სტუდენტებთან კომუნიკაციის გასაგრძელებლად, დასამყარებლად, აღსადგენად. ასევე ვაპირებ განსაკუთრებით ბიზნესის მიმართულების პროფესურასთან კონსულტაციებს, რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვესახება ამ მიმართულების მომავალი.

მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ უფრო ფართო დისკუსიისათვის. როგორი უნდა იყოს ილიაუნი, მისი სამომავლო განვითარების ხაზი? როგორი უნივერსიტეტი გვინდა რომ ვიყოთ? რა არის მთავარი პრობლემები და გამოწვევები? რა გვინდა, რომ დარჩეს? რა გვინდა, რომ შეიცვალოს?

გიწვევთ ყველას, ვისაც ამ საკითხებზე მსჯელობა გინდათ და ვისთვისაც ილიაუნის განვითარება და მომავალი მნიშვნელოვანია, ჩვენს ყველაზე დიდ, ბ 201 აუდიტორიაში, ჭავჭავაძის 32-ში, პარასკევს, 19.00 საათზე. ეს არ იქნება ჩემი პრეზენტაცია, ეს იქნება ფორუმი ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა სურს“, - წერს გიგა ზედანია Facebook-ზე.

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს. ქადაგიძე ამტკიცებს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა იყო.

უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ქადაგიძეს იმავე დღეს უპასუხა. მისი თქმით, ქადაგიძის გადაყენების მიზეზი რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის სკოლა სხვა პროგრამებთან გაერთიანდა. ახალი დეკანის პოზიციაზე კი კონკურსი გამოაცხადეს და ქადაგიძეს შეეძლო, მასში მონაწილეობა მიეღო.

ქადაგიძის გათავისუფლების მიზეზებზე განცხადება გაავრცელა ილიაუნის აკადემიურმა საბჭომაც და გაიზიარა უნვიერსიტეტის რექტორის პოზიცია. თავად გიორგი ქადაგიძე კი 4 თებერვალს სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 24 საათი მისცა რეორგანიზაციის გასაუქმებლად და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გიორგი ქადაგიძემ და გიგა ზედანიამ „რუსთავი 2-ზე“ დებატებიც გამართეს. ილიას უნივერსიტეტში კი სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. ჯერჯერობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გიორგი ქადაგიძის მოთხოვნები არ შეუსრულებია და რეორგანიზაციას ისევ მხარს უჭერს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^