ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შრომითი უსაფრთხოების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შრომით უსაფრთხოებას 4 ფაქტორი განსაზღვრავს – შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და კომპანიები.
„შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი. ეს ოთხი ფაქტორია: შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც სისტემური ხარვეზის არსებობას ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის. მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს, მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე - საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები.
თუ თვითონ საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომითი უსაფრთხოების სამსახურების არსებობა, შედეგი ამას ნაკლები ექნება, ესეც ჩვენი მოვალეობა და ამოცანაა, რომ ეს კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, ლეგალურად, გამჭვირვალედ და გასაგებად და არა ბრუტალურად, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ამ ნორმებს დაცვა არის აუცილებელი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
31 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობასთან მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ მოყვა. 26 წლის მუშა მაშველებმა რამდენიმე წუთში იპოვეს გარდაცვლილი. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ კი მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებლობისას მიწა ჩამოიშალა, მაშველები მუშებს ეძებენ
ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილთაგან ერთის ცხედარი იპოვეს
2018 წელს საწარმოო შემთხვევის შედეგად 59 მუშა დაიღუპა და 199 დაშავდა - ომბუდსმენის ანგარიში
LIVE► „დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ - კანცელარიასთან აქცია დაიწყო