აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის უკვე ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს, ჰქონდა დრო, მოემზადებინა არგუმენტირებული პასუხები ბორდის ორი წევრის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე, თუმცა ეს არ გაუკეთებია.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა წევრმა შემოიტანა განცხადება თავისი შენიშვნებით, ვამბობდი, რომ აუცილებელი იყო და მოლოდინი გვქონდა, რომ ნათია კაპანაძე მოამზადებდა ამ შენიშვნების მიმართ არგუმენტირებულ პასუხს. ამ პასუხების მოსმენისთვის დღეს ჩვენ მზად ვიყავით და მას ჰქონდა დრო ამ პასუხების მოსამზადელად
დოკუმენტები, რომლითაც ის სხდომაზე მოვიდა, ჩვენთვის არ წარმოუდგენია გასაცნობად. ჩვენ უნდა გვევარაუდა, რომ ეს იყო იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც საბჭოს ორმა წევრმა დასვა.
ჩვენ, საბჭო, უფლებამოსილი ვიყავით, რომ 10 დღე მიგვეცა ნათია კაპანაძისთვის, ეპასუხა კითხვებზე და ამის საშუალება კანონით დადგენილ ვადაში მივეცით.
ნათია კაპანაძე, როდესაც დაინიშნა დირექტორად, იმ დღიდან გვქონდა მასთან სამუშაო შეხვედრები და ორი წლის განმავლობაში ვთხოვდით დოკუმენტს სამართლიანი სახელფასო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ხელშეკრულებები ყოფილიყო უფრო მეტად სამართლიანი, ვიდრე იყო აქამდე," - ამბობს ნატა იმედაიშვილი.
„სასამართლოში გავასაჩივრებ“ - ნათია კაპანაძე აჭარის მაუწყებლის საბჭოს გადაწყვეტილებაზე
მან ასევე განაცხადა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება ნათია კაპანაძის მონაპოვარი არ არის და 2014 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევითაც დასტურდება, რომ საზოგადოება აჭარის ტელევიზიას მის დირექტორად დანიშვნამდეც ენდობოდა.
„2017 წლიდან ნათია კაპანაძემ დახურა დოკუმენტური ფილმები, გადაცემები და ადამიანებს სრულიად უკანონოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება. მაშინ, როდესაც დოკუმენტური ფილმები პრიორიტეტული იყო.
რაც შეეხება „რადიო თავისუფლების“ პროექტებს, მრჩეველთა საბჭო ამ პროექტების შემოტანას მხარს უჭერდა, ჩვენ ვიყავით ბედნიერები და მობილიზებულები და არც ერთხელ ამისთვის ხელი არ შეგვიშლია. ეს პროექტები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.
ეუთოს წარმომადგენელი: იმედია, აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული
აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის მაუწყებლისა და კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს
ბოლო წლებში გამორჩეულ მედია სივრცედ იქცა - EMC აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს
როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია - ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაზე
NGO-ები უარყოფითად აფასებენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივას
ვმუშაობთ ისე, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი - ნათია კაპანაძე