გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის, - ასე ეხმაურება პრემიერი მამუკა ბახტაძე სუს-ის გუშინდელ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილზე.
„საფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო. ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ. ამასთან, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, მასალები გადაგზავნილია და სწავლობენ მტკიცებულებებს. მე მსურს, გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ. გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები",- განაცხადა პრემიერმა.