უმრავლესობას ზვიად ძიძიგურიც ტოვებს. ამის შესახებ ძიძიგურმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კონსერვატიული" პარტიის ლიდერის თქმით, ეს გადაწყვეტილება გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ განაპირობა.
„იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, - განაცხადა ძიძიგურმა
ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.