Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან ამონარიდს ავრცელებს

04 მარტი, 2019 20:06

პროკურატურის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, „სიმართლეს არ შეესაბამება“.

მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილს პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩვენების ამონარიდშიც ახსენებს.

„გამოკითხვისას ხაზარაძემ  ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა.  მან ასევე, აღნიშნა, რომ  11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.

ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:

„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით“,- ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.

************

დღეს საკომიტეტო მოსმენაზე „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც, მისი შეფასებით, იყო მუქარის შემცველი, არჩევნების მეორე ტურამდე გიორგი გახარიასგან მიიღო. 

„არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ." - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ხაზარაძემ. 

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია ხაზარაძის განცხადებას. 

ხაზარაძის თქმით, მუქარის შემცველი წერილის ავტორი გიორგი გახარიაა

ხაზარაძე: წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო იქნება შექმნილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილე პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ - ხაზარაძე

„ცენტრალურ მოედანზე სხედან“ - ხაზარაძის თქმით, იციან ადგილი საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა

ხაზარაძე - ოთახებში წყდება ბიზნესის საკითხები. ვწუხვარ, რომ ასეთ შეხვედრაზე მეც ვიყავი

მე წერილებს არ ვწერ - გახარია ხაზარაძეს პასუხობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^