Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაზარაძე: წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო იქნება შექმნილი

04 მარტი, 2019 16:03

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებულ წერილს გაასაჯაროებს მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო შეიქმნება.

„მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება. რადგან ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილი, რომელიც, მისი შეფასებით, იყო მუქარის შემცველი, არჩევნების მეორე ტურამდე გიორგი გახარიასგან მიიღო. 

„არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ." - განაცხადა ხაზარაძემ. 

მეორე ტურამდე მივიღე მუქარის წერილი მაღალჩინოსნისგან - ხაზარაძე

ხაზარაძის თქმით, მუქარის შემცველი წერილის ავტორი გიორგი გახარიაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილე პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ - ხაზარაძე

„ცენტრალურ მოედანზე სხედან“ - ხაზარაძის თქმით, იციან ადგილი საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა

ხაზარაძე - ოთახებში წყდება ბიზნესის საკითხები. ვწუხვარ, რომ ასეთ შეხვედრაზე მეც ვიყავი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^