Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის არჩევნები: ტრამპი და კლინტონი ბოლომდე იბრძოლებენ?

03 მარტი, 2016 17:07

აშშ-ში „სუპესამშაბათს“  გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებს სიურპრიზები არ მოჰყოლია და დაადასტურა პროგნოზი, რომ 8 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთს, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი დაუპირისპირდებიან.

შემაჯამებელ გამოსვლებში ისინი უკვე არა პარტიულ მეტოქეებს, არამედ ერთმანეთს აკრიტიკებდნენ და ისე საუბრობდნენ, თითქოს შიდაპარტიული კი არა, უკვე შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების სეზონი იყო.

გამოსვლებში ტრამპი ჩვეულებრივზე რბილი იყო და ტედ კრუზს, რომელსაც აქამდე მატყუარას უწოდებდა, წარმატება მიულოცა. 

კრუზმა ტეხასისა და ოკლაჰომის შტატებში გაიმარჯვა;  თავის ოპონენტ „რესპუბლიკელებს“ „ძალისხმევის გაერთიანებისკენ“ მოუწოდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მათ უნდა დატოვონ ბრძოლის ველი და ტრამპთან მარტო დატოვონ.

მაგრამ სენატორი მარკო რუბიო, რომელმაც მინესოტის შტატში პირველად გაიმარჯვა, ჯერ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას და „სუპერსამშაბათის“ შედეგებს გამარჯვება უწოდა.

„არჩევნები უკვე დამთავრდებოდა"

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ კლინტონისა და ტრამპის მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ აქვთ გამარჯვების შანსი, მაგრამ აღიარებენ, რომ ის არც ისე დიდია და, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მცირდება. განსაკუთრებით „რესპუბლიკელებთან“, რადგან 15 მარტიდან ძალაში შედის ახალი პრინციპი - „მოგებულს ყველაფერი“.

აქამდე მოწინააღმდეგეები პრიზს ხმების პროპორციულად ინაწილებდნენ. მაგალითად, სამშაბათს პრაიმერიზის გამარჯვებულს, ტეხასის სენატორ ტედ კრუზს „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო ყრილობის (პარტიის ყრილობა 18 ივლისს კლივლენდში დაიწყება) 100 დეპუტატის მხარდაჭერა ერგო.

მილიარდერმა დონალდ ტრამპმა 46 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო სენატორმა მარკო რუბიომ - „რესპუბლიკური პარტიის“ ელიტის იმედმა - მხოლოდ 6.

ახლანდელი სისტემის მიხედვით, რომელსაც ვადა 15 მარტს გასდის, დელეგატების გარკვეული რაოდენობა ყველა კანდიდატს ჰყავს. ჯამში ტრამპმა 15 შტატიდან 10-ში გაიმარჯვა და მას 330-340 დელეგატი დაუგროვდა.

კრუზს 230-240, ხოლო რუბიოს 110-120 დელეგატი ჰყავს.  გასაგებია, რომ მათ არ სურთ, არჩევნებს ჩამოშორდნენ, როგორც ეს სხვა „რესპუბლიკელმა“ ნეიროქირურგმა, ბენ კარსონმა გააკეთა.

მაგრამ მომავალში გამარჯვებული დელეგატების ნაწილს კი არ მიიღებს, რომლებიც მოცემულ შტატში არიან, არამედ ყველას. ვითარება  ტრამპის სასარგებლოდ მოტრიალდება. როგორ მან სამშაბათს თავის შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, „მოგებული რომ ყველაფერს იღებდეს, არჩევნები უკვე  დასრულდებოდა!“

როგორც იმედოვნებდნენ, სამხრეთ შტატებში კლინტონმა დემოკრატიული სოციალიზმის მომხრე ბერნი სანდერსი დაამარცხა. სანდერსმა 4 შტატში გაიმარჯვა, მაგრამ ვერმონტის გარდა, სადაც სენატორია, ვერ მიიღო იმხელა მხარდაჭერა, რომ სამხრეთის დანაკარგი აენაზღაურებინა.

სავარაუდოდ, მომავალში მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, მაგრამ სანდერსი ბოლომდე აპირებს ბრძოლას, ანუ ფილადელფიაში „დემოკრატების“ წინასაარჩევნო ყრილობამდე.

თავისი გულშემატკივრების გულუხვი შემოწირებულობების წყალობით, სანდერსს შეუძლია, თავს ამის უფლება მისცეს. კლინტონისგან განსხვავებით, უოლ სტრიტის „ზვიგენებისგან“ ფულს არ იღებს, თუმცა თებერვალში კლინტონზე 12 მლნ დოლარით მეტი მოაგროვა.

ეგზოტიკური მანევრები

პრესას აინტერესებს არჩევნებთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ ეგზოტიკური მანევრები, რომლებსაც უნდა მიმართოს, სავარაუდოდ, პარტიის ელიტამ, რომელსაც ეშინია, რომ ტრამპი კლინტონთან არჩევნებს წააგებს და თან გაიყოლებს მოკრძალებულ უმრავლესობას, რომელიც „რესპუბლიკელებს“ სენატში ჰყავს.

განიხილება, რომ არჩევნებში ჩართონ გარეშე პირი. კონკრეტულად, მიტ რომნი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში 4 წლის წინ ობამასთან წააგო ან ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი. საუბარია, ასევე, პარტიულ ყრილობაზე ტრამპისათვის მოგების ჩამორთმევაზე, მაგრამ ამან შეიძლება, მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები გამოიწვიოს, რადგან გამარჯვება კანონიერი იქნება.

ტრამპის მომხრეები დარწმუნებულები არიან მის გამარჯვებაში და New York Times-ში ნიკოლას კონფესორის სტატიაზე მიანიშნებენ, სადაც საუბარია კლინტონისადმი ენთუზიაზმის დეფიციტზე მისი პარტიის ამომრჩევლთა შორის.  დეფიციტი იმით განისაზღვრა, რომ პრაიმერებზე ამომრჩევლის გამოცხადება ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2008 წელს, როდესაც არჩევნებში ბარაკ ობამა მონაწილეობდა.

ამ დროისათვის არჩევნებში 3 მლნ-ზე ნაკლებმა „დემოკრატმა“ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე მაშინ.

მინესოტასა და ტეხასში აქტივობამ 50%-ით იკლო, ხოლო არკანზასში, ალაბამასა და ჯორჯიაში გამართულ კენჭისყრაში მესამედზე ნაკლებმა „დემოკრატმა“ მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნას, რომ კანდიდატი ამომრჩეველს ვერ იზიდავს.

კლინტონის მომხრეები ამბობენ, რომ თუ „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ტრამპი იქნება, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმისათვის, რომ იგი თეთრ სახლში არ შეუშვან.

წყარო: BBC

რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის გიჟური საარჩევნო სისტემის შესახებ

The New Yorker: რამდენი წლის არის დონალდ ტრამპი?

პაპი ფრანცისკე: დონალდ ტრამპი „ქრისტიანი არ არის", თუკი მიგრანტთა დეპორტაციის მომხრეა

ბარაკ ობამა: დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი არ გახდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^