Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმების 99.92% დათვლილია – შედეგები რეგიონებიდან მაჟორიტარულ ოლქებში

10 ოქტომბერი, 2016 12:51

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ამ ეტაპისთვის, როცა ხმების 99.92%-ია დათვლილი, პროპორციული სიით პარლამენტში ორი პარტია შედის. „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,6% მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,14%.

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით.

ამ ეტაპისთვის მიღებული ხმების მიხედვით, „ქართულ ოცნება", სავარაუდოდ, პარტიაში პროპორციული სიით 48 დეპუტატს შეიყვანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 29-ს შეიყვანს. 

რაც შეეხება მაჟორიტარული სიით არჩეულ დეპუტატებს. საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქია. ამ ეტაპზე პირველი ეტაპზე მხოლოდ 22 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებული. შესაბამისად, 51 ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება. 22-ვე გამარჯვებული მაჟორიტარი „ქართული ოცნების" წევრია. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" პარლამენტში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით 70 დეპუტატი შეჰყავს. 

შედეგები რეგიონებიდან მაჟორიტარულ ოლქებში

თბილისი

კახეთი

ქვემო ქართლი 

მცხეთა-მთიანეთი

გურია 

იმერეთი

სამეგრელო 

რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი

სამცხე-ჯავახეთი

აჭარა 

შიდა ქართლი 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 51% მიიღო მონაწილეობა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^