ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. „არ შეგრჩებათ“, „თავისუფლება მუხთარლის“, - ჟურნალისტები პარლამენტს მოუწოდებენ, მთავრობამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება გამოიძიოს.
„ჩვენს განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე არც კი გამოეხმაურა. საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ, სანამ არ დადგინდება, ვინ გაიტაცა საქართველოდან ჟურნალისტი", - აღნიშნა ჟურნალისტმა, ნინო ზურიაშვილმა.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. .
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა
ჟურნალისტების აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ
პარლამენტის წინ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს