Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლუიზა ლაფერაძე VS სამხატვრო აკადემია - დავა გრძელდება

10 ივლისი, 2017 20:49

დღეს სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკდემიის რექტორს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენი  მიიჩნევს, რომ დარგობრივი საფაკულტეტო კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეილახა ლუიზა ლაფერაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, დასაქმებულიყო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არსებობს ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.

2014 წლის 19 აგვისტოს სამხატვრო აკდამეიის დარგობრივი საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილებით, ლუიზა ლაფერაძეს უარი ეთქვა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დაკავებაზე. როგორც საკონკურსო კომისიის ოქმში წერია, ლუიზა ლაფერაძის განაცხადი სრულად აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა მას უარი ეთქვა თანამდებობის დაკავებაზე „არაკოლეგიალური ქცევის“ გამო. 

გათავისუფლება სამხატვრო აკადემიიდან #2

ვიდეო ►პროტესტით დაწყებული პირველი დღე აკადემიაში

ლუიზა ლაფერაძე კომისიის გადაწყვეტილებას 2014 წელს გამართულ აქცია-პერფორმანსებს უკავშირებდა, რომლებშიც სტუდენტებთან ერთად იყო ჩართული. მან კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც სასამართლოს პირვლმა ორმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. როგორც ლაფერაძის ადვოკატი, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი ქეთი ბახტაძე ამბობს, დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება პოლიტიკური შეხედულებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, რადგან არცერთმა ინსტანციამ არ შეამოწმა აქტის შესაბამისობა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ'' კანონთან. 2017 წლის 5 აპრილს უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.

ომბუდსმენის რეკომენდაციას სამხატვრო აკადემია Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა. თსსა სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, რომ  აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გამოითხოვოს სასამართლოს მასალები, მათ შორის აკადემიის მოსაზრებები და მოწმეთა ჩვენებები, თანასწორად და თანაბრად შეისწავლოს ყველა მხარის პოზიცია.

„სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია არასრულ ინფორმაციას ეფუძნება, საქმის შესწავლისას სამხატვრო აკადემიას არ მისცემია შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება, წარედგინა არგუმენტები...

...რეკომენდაციის ტექსტიდან აშკარად მიგვანიშნებს, რომ სახალხო დამცველს არ გამოუთხოვია სასამართლოს მასალები, არ შეუსწავლია კომისიის წევრთა ჩვენებები, მათი განმარტებები და ა.შ.“, - წერია თსსა-ის განცხადებაში 

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, თათული თოდუა „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სახალხო დამცველს კანონმდებლობა არ ავალდებულებს საქმის შესწავლის დასრულების შემთხვევაში პროცესი გადაავადოს. 

„ჩვენ სრულყოფილად გავეცანით თითოეულ დოკუმენტაციას. იმის თქმა, რომ მეორე მხარის მოსემენის გარეშე და რაიმე ინფორმაციის გაცნობის გარეშე მოხდა დასკვნის გაკეთება,რა თქმა უნდა, სწორი არ არის, სახლახო დამცველი თითოეულ შემთხვევაში ნახულობს საქმის ყველა მასალას და იმ შემთხვევაში თუ უჩნდება განცდა რომ რაიმე ინფორმაცია არის საჭირო, შესაბამის უწყებას მიმართავს“, - ამბობს თათული თოდუა

სამხატვრო აკადემიის წარმომადგენელი, იურისტი გივი ყიფიანი ოქმში ნახსენებ „არაკოლეგიალურ ქცევას“ „ლიბერალთან“ განმარტავს და ამბობს, რომ პროფესორთა სასწავლო პროგრამებს ლუიზა ლაფერაძე აკრიტიკებდა, ეს კი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა

„აკრედიტირებულ პროგრამაში არის ჩართული რამდენიმე ადამიანი, თუ ეს რამდენიმე ადმაიანი ერთმანეთს ვერ ეთავსება ან ვერ მუშაობს ან სხვადასხვა ხედვები აქვთ, ამ პროგრამის ან მისი განცხორციელების, ან პროგრამის მიღწევასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ ერთი და იგივე საქმე კეთდება სხვადასხვანაირად და ეს შეუძლებელია“, - ამბობს გივი ყიფიანი. 

უწყება, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მიიღებს ვალდებულია, რომ 20 დღის ვადაში წარუდგინოს ომბუდსმენს აღნიშნული რეკომენდაციის განხილვის შედეგები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^