დღეს, 13 საათიდან სამხატვრო აკადემიაში მორიგი აქცია-პერფორმანსი მოეწყო - "დაუჯერებელი ამბავი".
პერფორმანსის ჩატარებამდე აკადემიის შენობაში გია ყანჩელის მუსიკა ისმოდა ფილმიდან - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი". ეზოში მიმდინარე ლექციის დასრულების შემდეგ, კი, სტუდენტებმა ლექტორთან ერთად დატოვეს აკადემიის შენობა შეძახილებით - "დაინგრა". ისინი მიმდინარე სასწავლო პროცესს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სახის აქციები ისევ გაგრძელდება. "საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აკადემიაში არაფერი შეცვლილა და იგივე პროცესები ინერციით დღესაც მიმდინარეობს. დღეს აკადემია დაინგრა - დაუჯერებელი ამბავი მოხდა!"