Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►პროტესტით დაწყებული პირველი დღე აკადემიაში

16 ოქტომბერი 2014
აქციის მონაწილეებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, მასთან შეხვედრის მოთხოვნით. რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტებს, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, თინა კლდიაშვილი შეხვდა.


15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი სტუდენტური პროტესტით დაიწყო. დილის 10:30 საათიდან აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "მწვანე მუშტის" წევრებთან ერთად აქციას მართავდნენ. სასწავლებლის შიდა ეზოში საზეიმო კონცერტის ნაცვლად, სასტვენებისა და შეძახილების ხმა ისმოდა - "აკადემია სტუდენტებს და ლექტორებს!". აქციის მონაწილეები ახლად არჩეულ ლექტორთან, გია გუგუშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

სტუდენტთა პროტესტი სამხატვრო აკადემიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდა - 14 ოქტომბერს გამართულ რექტორის არჩევნებს, რომელშიც გია გუგუშვილი "დახურულ კარს მიღმა აირჩიეს". ასევე მოითხოვდნენ, აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, ლუიზა ლაფერაძე აკადემიაში არ მიიღეს.

აქციის მონაწილეები აკადემიაში არსებულ სისტემურ პრობლემებსაც აპროტესტებდნენ:

"არ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი, არ არსებობს თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე, სასწავლო პროგრამები ვადაგასულია, არ არსებობს აკადემიური თავისუფლება, ხელოვნება ხელობადაა გადაქცეული, განსაზღვრული ჯგუფი სტუდენტებისა და ლექტორებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, სტუდენტებში კლავენ თავისუფალ აზრს, შემოქმედებით უნარს და ეს აკადემიის უმთავრეს მიზნად აქციეს." - წერია სტუდენტების მანიფესტში.

აქციის მონაწილეებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, მასთან შეხვედრის მოთხოვნით. რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტებს, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, თინა კლდიაშვილი შეხვდა.

"ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის დიალოგში. ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ." - ამბობს, კლდიაშვილი.

 3 საათიანი ლოდინის შემდეგ გია გუგუშვილი სტუდენტებს საგამოფენო დარბაზში შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

"ლიბერალის" კითხვაზე, რამდენად ობიექტურად მიიღეს გადაწყვეტილება, ლუიზა ლაფერაძის არ მიღებასთან დაკავშირებით, რექტორი გია გუგუშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა ის აღნიშნული კონკურსის დარგობრივი საფაკულტეტო კომისისის წევრი იყო.

"მე გადავხედავ, მეც დამაინტერესა, არ ვარ საქმის კურსში, რადგან დაკავებული ვიყავი ჩემი წინასაარჩევნო საქმეებით. ლუიზა ლაფერაძე არავის არ გაუშვია აკადემიიდან, ის არ აიყვანეს. სამაგიეროდ, მან მიიღო შეთავაზება დიზაინის ფაკულტეტის დეკანისაგან. ფაკულტეტის საბჭო, ეს არის ფაკულტეტზე მაღალი ორგანო. აკადემიური საბჭო  არის აკადემიაში უმაღლესი ორგანო. გააპროტესტოს და განვიხილავთ. მეც მინდა გავიგო. ხომ არ შეიძლება სასწავლო წლის წინ, ორი ათასკაციან კოლექტივში ერთი ფაქტი ერთ დღეში განიხილო? მოვიდეს და დაგველაპარაკოს."- ამბობს გია გუგუშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^