დღეს, 14 საათზე, სამხატვრო აკადემიასთან სტუდენტებმა მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს აპროტესტებენ.
"ვაპროტესტებთ მახინჯ სისტემას, რომელიც აკადემიაშია. ეს სისტემა კედელთან გვაყენებს "დასახვრეტად" და სიმბოლურად ეს არის ჩვენი ბოლო დღე სიკვდილამდე. ან დავიხოცებით, ან მოვიხსნით ტომრებს, გადავრჩებით და გავაგრძელებთ ბრძოლას იმ სისტემასთან, რომელიც არ უნდა არსებობდეს", - აცხადებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ტატო ორაგველიძე.
სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს მიმართეს გია ეძგვერაძის აკადემიის რექტორად დანიშვნის მოთხოვნით. ისინი აპოტესტებენ წესდებას, რომლის მიხედვითაც რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი.