Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი ჩააგდო

23 მარტი, 2018 16:18

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მას მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „საარჩევნო კოდექსში", როგორც ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ყველა მათგანი, ვინც ცვლილებას მხარი დაუჭირა, ორი დეპუტატის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. გენდერული კვოტირების მხარდამჭერთა შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი.

„ევროპულმა საქართველომ" გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციებში სულ 20 დეპუტატი არის გაწევრიანებული. 

კენჭისყრის შედეგები - ვინ დაუჭირა მხარი და ვინ წავიდა გენდერული კვოტირების წინააღმდეგ

37 455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებსა და ბლოკებს ავალდებულებდა, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარედგინა.

კანონპროექტის მიზანი იყო, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ, დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი. 

ცვლილება  მხოლოდ პროპორციულ სისტემას შეეხება. სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებით,  პარტიულ სიებში (პროპორციული სიით)  ყოველი მეორე წევრი ქალი უნდა იყოს. საბოლოოდ კი, პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას - 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებთ.   

პარლამენტში ქალების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 120-ე ადგილზეა.

გლობალური გენდერის ინდექსის მიხედვით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობით საქართველო, 144 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა. 

ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრთა 16%-ია ქალი.  2016 წლის არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატი 24‐მა ქალმა მიიღო. 

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მხოლოდ 11,6%-ია ქალი. ქვეყანაში 15 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი.

რომელი პარტიები უჭერენ მხარს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას

ქალები ჰალსტუხებით - პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

ქალის ხმა პოლიტიკაში​

38 ქალი პარლამენტში - ნაბიჯი პირველი​

სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა​

არჩევნები სავალდებულო გენდერული კვოტირების გარეშე​

ISFED: პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაწესდეს

ნაბიჯი გენდერული თანასწორობისკენ​

მერობის ქალი კანდიდატი მარნეულიდან - „ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^