Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის სამინისტრო პაპუნა უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლის განცხადების ასლს ავრცელებს

01 აპრილი, 2018 11:11

იუსტიციის სამინისტრო  პაპუნა უგრეხელიძის სავარუდო მსხვერპლის განცხადების ასლს ავრცელებს. განცხადება ისუტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელზეა და 2018 წლის 27 მარტით თარიღდება. სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება პაპუნა უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლს ეკუთვნის და მან განცხადება სამინისტროში მაშინ შეიტანა, როდესაც უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა. 

სამინისტროში ამბობენ, რომ ტყუილია ის ინფორმაცია თითქოს თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის ქმედებების შესახებ მანამდეც იცოდა. 

კონფიდენციალობის დაცვის გამო განმცხადებლის პირადი მონაცემები დაფარულია

"ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც "რუსთავი 2"- ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური.

შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი რომ მერე რა მოხდა ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ.

როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში" - თეა წულუკიანის ამ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პაპუნა უგრეხელიძის საქმე ► მოკლედ 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენმა დიკრიმინაცია დაადასტურა.

2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".

ორი ყოფილი თანამშრომელი კი სასამართლოს გზით აპირებს პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ დავას. მათი სარჩელები მოხვდა კოალიცია „თანასწორობისთვის" ანგარიშშიც. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსარჩელეების მიმართ მუშაობის პროცესში არაერთხელ ყოფილა მოსარჩელეთა შევიწროება და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლა. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება.

2018 წლის 27 მარტს პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. 

იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ  თანამდებობას ტოვებს, რათა განცხადებების თავისუფლად გაკეთება შეძლოს.

„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.

პაპუნა უგერეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია

ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს

SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს

თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა

პაპუნა უგრეხელიძე: ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მივმართავ სასამართლოს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^