
ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მაღაროელების სახელით სოლიდარობას უცხადებს ტყიბულელ მეშახტეებს და მოუწოდებს კომპანიასა და ხელისუფლებას, დროულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის, ელდარ ჩაფიძის თქმით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. მათი ნაწილი შახტშია, ნაწილი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდა.
როგორც ელდარ ჩაფიძემ „ლიბერალს“ უთხრა, გაფიცვის მიზეზი გახდა კომპანიის შეტყობინება, რომლის თანახმად, შახტის ხელმძღვანელმა, ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ხელფასს ვეღარ გადაუხდის.
მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს გაიგო, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ გამოდის და გაფიცვას იქ განაგრძობს.
ნაწილი კი, ელდარ ჩაფიძის თქმით, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ დაიხუროს შახტი. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტი თუ დაიხურა, ტყიბულიც დაიხურება.“ - განუცხადა „ლიბერალს" ელდარ ჩაფიძემ.
ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა
LIVE ►„მეშახტეების ბრძოლა“ - ტყიბულში აქცია იმართება
„საქნახშირი" მეშახტეებს განაცდურ საათებს 100%-ით აუნაზღაურებს - კომპანია