Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: „ვარკეთილის“ მეტროსადგურის ჭერის საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი

04 დეკემბერი, 2018 11:58

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს მერიის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და თებერვალში 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც შეამცირებს მოცდის დროს და გაზრდის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

„გარდა ამისა, პრიორიტეტად რჩება მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვარკეთილის მეტროსადგურის (რომელიც ჩამოინგრა და სერიოზული პრობლემა იყო, დაზარალებულებიც გვყავდა) საპროექტო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და შეფასებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები.

ბევრჯერ მისაუბრია, რომ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს უპირველესი და უმთავრესია უსაფრთხოება, აქედან გამომდინარე, ის პროექტები, რომლებიც უკვე შესრულდა - ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის სამუშაოები, შემიძლია უკვე დადასტურებით გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული დოკუმენტაცია და მომავალი წლიდან დავიწყებთ მის განხორციელებას, ანალოგიურია ვითარება გურამიშვილის მეტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სამგორის მეტროს სარეაბილოტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაცია.  კალაძე ამბობს, რომ მერია აპირებს 8 მეტროსადგურზე პროექტის შეძენას და მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

*******

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ ჩაიბარა. 

კალაძე: მეტრო „ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის გამო რამდენიმე პირი გათავისუფლდება

დავით ნარმანია ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნაზე - „მთელ ჯაჭვს უნდა გავყვეთ"

IDFI: მეტრო „ახმეტელის“ შემთხვევაში ორ კომპანიას შორის შესაძლოა შედგა გარიგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^