Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხუდონსაც ავაშენებთ" - ეკონომიკის მინისტრი სამომავლო გეგმებზე

25 დეკემბერი, 2018 13:58

„ჩვენ ვაშენებთ, როგორც შუახევს, უნდა ავაშენოთ ნამახვანი, ნენსკრასაც ვაშენებთ, ვსწავლობთ, ენგურს ვაშენებთ (დამატებით ონი 2),  ხუდონსაც ავაშენებთ და ცხენისწყალსაც", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე პროცესების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ“ მოხსენებით წარსდგა.

მისი თქმით, თუ ქვეყანამ ჰესები არ ააშენა, მომავალში შეიქმნება ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი. როგორც მან აღნიშნა, ამ ელექტროენერგიის უცხოეთიდან იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

„წითელი ხაზი არის ის მოთხოვნა, რომელიც გვექნება ჩვენ ელექტროენერგიაზე მომავლაში. ყავისფერი და ლურჯი ხაზები მიუთითებს იმაზე, თუ რამენია დღეს ჩვენი გენერაცია. აქედან დასკვნა ისა, რომ ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჩვენი გენერაცია, და არ შევქმენით ჩვენი გენერაცია, ჩვენ გვექნება დიდი დეფიციტი ელექტროენერგიის, რომელიც უნდა მოვიტანოთ საიდანღაც.

ჩვენი გათვლებით, ამ ელექროენერგიის მოტანა უცხოეთიდან რომც მოვინდომოთ იმპორტი, ფიზიკურად შეუძლებალია. ამიტომ ჩვენ გვინდა არ გინდა უნდა ავაშენოთ ეს გენერაცია, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იქონიოს თავის ელექტროენერგიის წყარო.

ახლა, რას ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, როგორ ვაშენებთ გენერაციას [მინისტრმა პარლამენტის წევრებს აჩვენა სლაიდები - გენერაციის მშენებლობის გარეშე მოსალოდნელი დეფიციტისა და გენერაციის მშენებლობის გეგმის შესახებ];

ანუ ჩვენ პრაქტიკულად ჩვენ ელექტროენერგიას ვიხმართ [ჰესების აშენების შემდეგ]. რის შედეგად იქნება ეს: აქ არის ნაჩვენები შესაძლო გრაფიკი (რომელიც შესწავლაშია) მსხვილი ჰიდროენექტროსადგურების მშენებლობის.

ჩვენ ამ გრაფიკზე ახლა ვმუშაობთ, ჩვენ ვაშენებთ როგორც შუახევს, უნდა ავაშენოთ ნამახვანი, ნენსკრასაც ვაშენებთ, ვსწავლობთ, ენგურს ვაშენებთ - დამატებით ონი 2. ხუდონსაც ავაშენებთ და ცხენისწყალსაც", - განაცხადა ქობულია.

დიდი ჰესების აშენების გარდა, მან ისაუბრა მცირე და საშუალო ზომის ჰესებზე, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარებაზე.

საპენსიო ფონდი მსხვილი ჰესების დასაფინანსებლად?! - რას განიხილავს მთავრობა

ხუდონჰესი - 35-წლიანი დილემა

შუახევის ჰესის გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებს სწავლობენ, მოსახლეობა დახმარებას მოითხოვს

► შუახევის ჰესი და სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^