Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგიჩაიშვილი: არ ვფიქრობ, მორალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს მურუსიძე და ადეიშვილის მოსამართლეები

27 დეკემბერი, 2018 11:56

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებისგან, რადგან მისი თქმით, „საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ასეთი ადამიანების ხილვა უვადო მოსამართლეებად“.

„უვადოდ დანიშნული მოსამართლე ეს არის ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, უნდა ჰქონდეს გავლილი საკანონმდებლო ფილტრი და კრიტერიუმი, რომელსაც ეს ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პროფესიონალიზმი.

მე არ ვფიქრობ, რომ მორალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ მურუსიძე და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ადეიშვილის მოსამართლეები, რომ გახდნენ უვადოდ მოსამართლეები.

ამიტომ პროცესი, რომელიც გუშინ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში გაჩერდა, თავის თავში გულისხმობს იმ პროცესსაც, რომ პირველ და მეორე ინსტანციებში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ მანამ, სანამ არ იქნება გაწერილი კრიტერიუმი, რა კრიტერიუმითაც უნდა მოხდეს უვადო მოსამართლეების არჩევა“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა გადადო, საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესთან და 7 სხვა მოსამართლესთან უვადოდ დანიშვნის მიზნით გასაუბრება ჩატარდება.  

ხვალ მურუსიძესთან უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

უზენაესის მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების შესახებ აზრი 2012 წლის შემდეგ არ შემიცვლია - ჩუგოშვილი

„ადვოკატთა ასოციაცია“ უზენაესის მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე პარლამენტს მიმართავს

პარლამენტში იწვევენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას ხმა არ მისცეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^