Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გეგმავს სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას

01 თებერვალი, 2019 14:09

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ დღეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ, როგორც  2018 წლის შედეგების ანალიზმა ცხადყო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი კომპონენტი ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტს. ასევე, დაბალია საგრანტო რესურსების ათვისების მაჩვენებელი ისევე, როგორც, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი; პრობლემად რჩება კვალიფიკაციებისა და დიპლომების უცხოეთში აღიარების საკითხი.

„საით უნდა იყოს მიმართული ჩვენი მუშაობა? ბუნებრივია – ევროპისკენ. ამას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სანდო და კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა და ვექტორი ამ ამოცანის შესასრულებლად არის ევროპული და ეს არ არის სიახლე, საქართველო ამ ვექტორზე დგას უკვე ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 20 წელი. მიდის იქ ხან წარმატებით, ხან წარუმატებლად. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აშკარაა, რომ ამ გზაზე უნდა ვიაროთ ბევრად სწრაფად და ბევრად წარმატებით“,- განაცხადა ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ.

როგორც პრეზენტაციისას ითქვა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევის დასაძლევად სამინისტროს და ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების” დანერგვის ხელშეწყობას და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელში“ (ENQA) გაწევრებას. 

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ENQA-ში შესაბამისი განაცხადი უკვე გაკეთებულია და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცეტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ კი იგეგმება ცენტრის გაწევრება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA),- „რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და წაახალისებს ქართული უნივერისტეტების ჩართულობას საერთაშორისო კვლევებში.“

პრეზენტაციისას ასევე ითქვა, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ უნივერსიტეტებს განმავითარებელ შეფასებას შესთავაზებს. გიორგი ვაშაკიძე ამბობს, რომ სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, წელს ცენტრი რამდენიმე უნივერსიტეტს განმავითარებელ შეფასებას შესთავაზებს.

„განმავითარებელი შეფასება გულისხმობს, მხარდამჭერი ხასიათის შეფასებას, მხარდაჭერას ნიშნის დაწერის გარეშე, რაც ემსახურება იმას, რომ უნივერსიტეტებმა უკეთ განავითარონ ხარისხის შიდა კულტურა და უკეთ მოემზადონ ავტორიზაციისთვის.“

პრეზენტაციისას ასევე ყურადღება გამახვილდა ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე. ვაშაკიძის განმარტებით, მიღებულია უკვე გადაწყვეტილება, რომ 50-60%-ით შემცირდება ის დოკუმენტაცია, რომელიც უნივერსიტეტმა საავტორიზაციო განაცხადში პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს.

ცენტრი ასევე გეგმავს საბჭოების დარგობრივი ნიშნით დაკომპლექტებას,- „იმისთვის რომ გაიზარდოს საბჭოების კომპეტენცია, აქ პირველ რიგში აკრედიტაციის საბჭოზეა საუბარი, ის უნდა დაკომპლექტდეს დარგობრივი ნიშნით. საგნობრივი ნიშნით დაკომპლექტება რთული იქნება, ამას ვერ დაგპირდებით, ვეცდებით რომ მაქიმალურად უზრუნველვყოთ დარგობრივი წარმომადგენლობა საბჭოებში, შესაძლოა აკრედიტაციის საბჭოს რაოდენობა მომავალში გაიზარდოს 4-5 საბჭომდე, მაგრამ ეს მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს, ეს დააჩქარებს პროცესს და უზრუნველყოფს დარგობრივ კომპეტენციებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ცვლილებები შესაძლოა შეეხოს სააპელაციო საბჭოებს. დღეს სააპელაციო საბჭო განათლების სამივე საფეხურს ემსახურება,- ზოგადს, პროფესიულსა და უმაღლესს. გიორგი ვაშაკიძე ამბობს, რომ საბჭო განათლების სამივე საფეხურის მიხედვით დაიყოფა.

მისივე თქმით, ცენტრში იქმნება ხარისხის სკოლა, რომლის ამოცანაც იქნება შეიმუშაოს მოდულები ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ხარისხის სამსახურების წარმომადგენლებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. შეხვედრებისას უკვე ისაუბრეს ზოგადი განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების, სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის, უსაფრთხო სკოლის მოდელის, გამოცდების რეფორმისა და მეცნიერების განვითარების შესახებ:

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს განათლების სამინისტრო 2019 წელს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი სასკოლო ცხოვრებაში - რა გეგმები აქვს სამინისტროს

როგორ აპირებს სამინისტრო სკოლა გახადოს უსაფრთხო

გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და 3 სავალდებულო მისაღები გამოცდა - ახალი მოდელი

რა გეგმები აქვს სამინისტროს მეცნიერების განვითარების მიმართულებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^