განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მე-11 და მე-12-კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება საბოლოოა. გადაწყვეტილების შესახებ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ისაუბრა.
„გამოცდები გაუქმდა მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, იმავე საკანონმდებლო დონეზე. აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც ვთათბირობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავიტანოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც საჭიროა. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და ცვლილება არ შეეხება... რაზეც პრემიერმა ისაუბრა, საბოლოო გადაწყვეტილებაა. გვაქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ სკოლა მივიღოთ, რაც შეიძლება, რეფორმირებული - კარგი პედაგოგებით, ინფრასტრუქტურით. სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია. გამოცდები უნდა ემსახურებოდეს, რეალურად, ცოდნის შემოწმებას და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა გამოცდებისკენ“, - განმარტავს მინისტრი.
რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. მათთან დაკავშირებით მინისტრი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს იქნება ცნობილი.
„იმ ბავშვების საკითხს, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, სავარაუდოდ, სკოლის დონეზე განიხილავენ. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მე-11-კლასელების მსგავსად გამოსაშვები გამოცდები წელსვე მე-12-კლასელებსაც მოეხსნებათ. თავდაპირველად, განათლების რეგორმის ფარგლებში დაანონსდა, რომ წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11-კლასელებს მოეხსნებოდათ, მე-12-კლასელებს კი მომავალი წლიდან. ამ განცხადებას აბიტურიენტების პროტესტი მოჰყვა, ისინი მოითხოვნენ, რომ გამოცდები, მათთვისაც წელსვე გაუქმებულიყო.
გამოსაშვები გამოცდები ამჟამინდელი მე-12-კლასელებისთვისაც მოიხსნება - პრემიერი
აბიტურიენტები მოითხოვენ, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება წელს მათაც შეეხოთ - აქცია დაანონსდა
გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და 3 სავალდებულო მისაღები გამოცდა - ახალი მოდელი
წელს მე-11 კლასში, 2020 წელს კი მე-12 კლასშიც გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები