Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ეს ყველაფერი მართულია - განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორი

22 აპრილი, 2019 16:23

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა ჰესის აშენების აუცილებლობაზე იმსჯელეს. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს „ფერის“ დირექტორი ლაშა იორდანიშვილი. პანკისის ხეობაში  5.4 მგვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3-ის" მშენებლობას შპს „ფერის“ შვილობილი კომპანია შპს „ალაზანი ენერჯი“ გეგმავს.

LIVE► პანკისის ხეობაში ჰესების წინააღმდეგ აქცია იმართება, მობილიზებულია სპეცრაზმი

პანკისის ხეობაში მდგომარეობა დაძაბულია, ადგილობრივები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ

ახლა სიმშვიდეა, მაგრამ მოსახლეობა დაშლას არ აპირებს - სულხან ბორძიკაშვილი

„ფერის“ დირექტორმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს.

„ფაქტი იყო, რომ გასული წლის თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ მილების შეტანა, მოსახლეობა აბსოლუტურად ინფორმირებული იყო და თვეების განმავლობაში არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. შეიქმნა 30-კაციანი საბჭო, რომლებიც მოწინააღმდეგენი იყვნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამის შემდეგ ჩაერთნენ ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს, რომ აქციის მონაწილეების გუშინდელი განცხადებები ჩვენი გადასახლების, ჩვენი ამოწყვეტის შესახებ, არის ყველაზე ყურადსაღები და საშიში“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია იმართება

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების“ ასოციაციის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა კი განაცხადა, რომ გუშინ რაც მოხდა პანკისში, ასეთი არეულობით, საბოლოო ჯამში, მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ვასხამთ წყალს. მისი თქმით,  გუშინ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა გარემოს დამცველებისგან, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჰესის მშენებლობამ გარემოს.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ის, რომ საკუთარი გენერაცია და საკუთარი რესურსები გამოვიყენოთ. ერთ-ერთი ძირითადი, რაც გვაქვს, არის წყლის რესურსი და უნდა მოხდეს ამის ეფექტიანად გამოყენება. რა თქმა უნდა, დიდ ჰესებს ზეგავლენა ცოტა უფრო მეტი აქვს, ვიდრე მცირეს, მაგრამ ისეთ მცირე ჰესებს, რომელზეც გუშინ ასეთი აგრესიული პროტესტი გაღვივდა, ცოტა სხვა ეჭვებს გვიჩენს. ვინაიდან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ იმისა, გუშინ ე.წ. გარემოს დამცველებისგან, რა ზიანს აყენებს გარემოს და მით უმეტეს ასეთ განსაკუთრებულს, პატარა ჰესი.

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მართულია გარკვეული ძალების მიერ. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, განსაკუთრებით – ტურიზმი. წინა თვეში იმპორტი მხოლოდ 23%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ვასხამთ წყალს“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

როგორც „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საჭიროა დადგეს საკითხი, თუ რატომ არის ხალხი ენერგეტიკის წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი. მისი თქმით, საქართველოში ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. 

„თითქმის ყველგან, საქართველოს ყველა მთიან რეგიონში იყო პროტესტი ჰიდროელექტრო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა დადგეს საკითხი, თუ რატომ არის ხალხი ასე განწყობილი ენერგეტიკის წინააღმდეგ და რაში ხედავენ პრობლემას.

საქართველოში საკმაოდ სერიოზულად იკლებს წყლის რაოდენობა და არის პროგნოზი, რომ მოიკლებს უფრო მეტად კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. პანკისში მოდინებაზე აშენებული ელექტროსადგურები უნდა გაკეთდეს. ასეთმა აშენებულმა ჰესებმა ძალიან ბევრ ადგილას უკვე შეუქმნა პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობას. გარემოს დამცველებზე უკეთ ხედავს მოსახლეობა, რა პრობლემების წინაშე დადგა სოფელი, როდესაც მოექცა მდინარე მილში და უცებ სოფელს დაუწყდა წყარო.

სამწუხაროდ, ყველა ინვესტორი, რომელიც ფულს დებს ამ ელექტროსადგურში, სამი-ოთხი წელი უნდება მოსახლეობასთან კამათს, ნაცვლად იმისა, რომ გაზომოს წყალი. ადგილზე წყლის რესურსი არ არის შეფასებული ისე, როგორც უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძე.

EMC პანკისის ჰესის გზშ-ზე: მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ჰესების ანგარიშიდან არის გადმოწერილი

რა ეტაპზეა პანკისის ჰესების სასამართლო დავა - EMC​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^