Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს" - 17 ივნისს სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება

08 ივნისი, 2016 12:26

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" 17 ივნისს, 20 საათზე მეტრო რუსთაველიდან პარლამენტის მიმართულებით ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია-მსვლელობას გამართავს. თბილისის პარალელურად აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. აქციის მიზანი ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის ცვლილებაა.

2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების შემდეგ ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, მას 3 აბი შარდმდენის მიღება დაუდასტურდა, თუმცა გახდა თუ არა ამ მედიკამენტის დალევა გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დაინიშნა, მაგრამ დასკვნა ამ დრომდე არ მომზადებულა.

„წლების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივმა ნარკოპოლიტიკამ შარშან 17 ივნისს ქუთაისში თავისი სახე ღიად გამოავლინა. მან მსხვერპლად ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, პოლიციის იძულების შედეგად 3 აბი შარდმდენი პრეპარატის მიღებით გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ტრაგედია არის მკვლელობა, რომელზეც პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

მომხდარს შარშან  არაერთი აქცია მოჰყვა თბილისსა და ქუთაისში. მიგვაჩნია, რომ აბზიანიძის შემთხვევა საკმარისზე მეტი საფუძველი უნდა გამხდარიყო ხელისუფლებისთვის, ნარკოპოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის რადიკალური გარდაქმნისთვის, თუმცა სახელმწიფომ აბზიანიძის საქმის დროული გამოძიებაც კი არ ინება. დღემდე არ დასჯილან მკვლელობის თანამონაწილე პოლიციელები. მოქმედი ნარკოკანონმდებლობა კი ყოველდღიურად ახალ მსხვერპლს წარმოშობს", - ამბობს „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.

მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა კოტე ჯაფარიძის, ლაშა ბახუტაშვილისა და ბესო ხუციშვილის შემთხვევებზეც და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული საქმეები ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის ნათელი მაგალითებია. მისი თქმით, „ძალოვანთა მხრიდან ადამიანების ჩაგვრა პერმანენტული და სისტემურია".

„22 წლის პრეზიდენტის სტიპენდიანტი კოტე ჯაფარიძე, მიკროგრამებზე პატიმრობის მოლოდინში მყოფი ლაშა ბახუტაშვილი, პოლიციის შანტაჟის მსხვერპლი ომის ვეტერანი ბესო ხუციშვილი - ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც მოძრაობის მიერ გასაჯაროვდა და ასიათასობით ადამიანმა ნახა. მსგავსი ტრაგედიებით ჩვენ ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი მოგვმართავს. სამწუხაროდ, მომხმარებლების მხრიდან მათი დღის სინათლეზე გამოტანა ძალოვნების შიშის, საპროცესო შეთანხმების იმედის, საზოგადოებაში არსებული სტიგმისა თუ სხვა რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება", - ამბობს ბექა წიქარიშვილი.

„შემოგვიერთდით, ჩვენი გულგრილობა ტრაგედიების საფუძველია, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოქალაქეებს მოუწოდებს, „ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ზრუნვის სახელით უდანაშაულო მოქალაქეებზე მიმდინარე სისტემური ტერორი".

Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა

ლევან აბზიანიძის ქვრივი: გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა

2 გრ ექსტაზისთვის - 1 წლით პატიმრობა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი

მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^