Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

26 დეკემბერი, 2018 17:27

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „ლიბერალი“ მას უცვლელად გთავაზობთ.

„2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. აღნიშნულ პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

პირველ რიგში გვინდა განვმარტოთ ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მინიმუმ 28 უნდა იყოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს. შესაბამისად ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის რომ მიგვეღო გადაწყვტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება.

ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს

უზენაესის მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების შესახებ აზრი 2012 წლის შემდეგ არ შემიცვლია - ჩუგოშვილი

„ადვოკატთა ასოციაცია“ უზენაესის მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე პარლამენტს მიმართავს

პარლამენტში იწვევენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას ხმა არ მისცეს

პეტიცია პარლამენტს: უარი თქვით უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგა ...

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგან ...
15 ივლისი
15 ივლისი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები ...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათ ...
15 ივლისი
15 ივლისი

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმე ...

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებულ ...
^