Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში ორშაბათს შეიტანს

08 ივნისი, 2018 12:23

ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით, 8 პირის მიმართ სარჩელის სასამართლოში შეტანას დღეს გეგმავდა, თუმცა მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, სასამართლოსთვის მიმართვა ორშაბათისთვის გადადეს. 

6 ივნისს ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი სახალხო დამცველის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქალაქო სასამართლოში სარჩელს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის შეიტანენ. მას არ დაუსახელებია პირები, ვისაც ზვიად დევდარიანი უჩივის, თუმცა აღნიშნა, რომ სულ 8 პირი იქნება და „საქმე იქნება ძალიან სკანდალური".

„ეს იქნება ძალიან სკანდალური პროცესი" - დევდარიანი ღირსების შელახვისთვის 8 პირს უჩივის

დევდარიანი: ის სამი საჩივარი, რომელიც გადმოგვცა ომბუდსმენმა, ჭორაობაა

ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ 

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა​

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი

„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება

ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. 

„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ. 

ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს. 

3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს. 

რა ეტაპზეა ზვიად დევდარიანის საქმე

ვის და სად უჩივის ზვიად დევდარიანი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^