პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოიტანა.
ამის შესახებ „აიისას“ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ დაწერა.
„მურუსიძემ ძალაში დატოვა აიისა • aiisa-ს საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ, ალბათ, მანაც დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება.
შევხვდებით სტრასბურგში,“ - წერს გიორგი მშვენიერაძე.
4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური.
ჯარიმის გარდა, „აიისას“ დამფუძნებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების გავრცელება, განთავსება პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვაგან.
სასამართლომ „აიისას" დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა
„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერიის არგუმენტები „აიისას“ წინააღმდეგ
„ხელის ამ ფორმით მრევლს ლოცავენ" - „აიისას“ მერიამ ოქმი შეუდგინა და სასამართლოში გაგზავნა
ვინ არის პრეზერვატივების საქმის მოსამართლე ლაშა თავართქილაძე
ჯაფარიძე: მურუსიძემ 2000-ლარიან ჯარიმაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, არ გადავიხდი