Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ აპირებს სამინისტრო სკოლა გახადოს უსაფრთხო

25 იანვარი, 2019 13:29

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარმოადგინა.

როგორც პრეზენტაციისას ითქვა, სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება, იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

შეხვედრისას ასევე ითქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას მიექცევა. ამისათვის კი ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახური 458 საჯარო სკოლაში მუშაობს, სადაც საერთო ჯამში მოსაწვლეების 70% სწავლებს.

როგორც შეხვედრისას მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ განაცხადა, იგეგმება, რომ 2019-2020 წლებში დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევიდნენ მანდატურები, რაც საერთო ჯამში მოსწავლეების 85%-ს დაფარავს.

განათლების სამინისტროსა და შსს-ს თანამშრომლობით შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ –  დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს. როგორც „ლიბერალს“ მანდატურის სამსახურში განუცხადეს, დოკუმენტი ჯერ დამტკიდებული არ არის. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ დოკუმენტის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

როგორც მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი განმატავს, საბჭო ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავებაზე.

საბჭოში მუდმივმოქმედ წევრებად შევლენ სკოლის დირექტორი ან მისი მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, რესურსცენტრის წარმომადგენელი, მშობელი, მოსწავლე და საჭიროების შემთხვევაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

საბჭო შეიკრიბება წელიწადში მაქსიმუმ 4-ჯერ, შეხვედრისას კი გამოიკვეთება სკოლაში არსებული საჭიროებები, შეფასდება რისკები და გაიწერება რეკომენდაციები უსაფრთხოების მიმართულებით.

პრეზენტაციისას ასევე ითქვა, რომ სკოლებში კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი. გელაძე განმარტავს, რომ ჯგუფში შედის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი. მისივე თქმით, ჯგუფი ერთვება ისეთ შემთხვევებში , როდესაც სკოლაში ხდება ფიზიკური დაპირისპირება ან სხვა სახის ძალადობა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, იქმნება ელექტრონული სისტემა, რომელშიც ჩაერთვება სკოლის დირექცია, მანდატურის სამსახური, სამინისტრო და მშობლები. გელაძე განმარტავს რომ ამ გზით ეფექტურად მოხდება მშობლის ინფორმირება სკოლაში მომხდარი ნებისმიერი ფაქტის შესახებ,- „ამ პროგრამით ასევე შეიქმნება სპეციალური კითხვარი, სადაც მოხდება მშობლის, მოსწავლის და პედაგოგების მიერ კონკრეტულ სკოლებში შეფასება რისკებისა. შემდეგ ჩვენ გაგვიმარტივდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა“.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე 1 მარტამდე შემუშავდება მედიაციის სტანდარტული გეგმა, ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის წესი და მანდატურის სამსახურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლის ადმინისტრირების წესი.

უსაფრთხო სკოლა - რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა და სახელმწიფო

გარდა ამისა, გელაძის განმარტებით, დაიწყება კამპანიები ბულინგის, ნარკოტიკების მოხმარებისა და ძალადობის წინააღმდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიის მიზნით, დაიგეგმება სპორტული ღონისძიებები. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე კი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.

გელაძე ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სკოლების უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული სამუშაოების შედეგად იკლო სკოლაში მომხდარი დარღვევების რაოდენობამ. მაგალითად კი მანდატურის სამსახურის სტატისტიკური მონაცემები მოაქვს, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები 2018 წლის ოქტომბერში იყო 664, ნოემბერში 483 ფაქტი , დეკემბერში 424 ფაქტი. 

რაც შეეხება სკოლეში მაღალი რისკის შემცველი საგნების გამოვლენას, ოქტომბერში დაფიქსირდა 32 ფაქტი, ნოემბერში 27 ფაქტი, დეკემბერში - 12. 

მინისტრმა შეხვედრისას ასევე განაცხდა, რომ რეფორმის მეორე ეტაპი „მანდატურის სამსახურთან ერთად სკოლების გაძლიერებას“ გულისხმობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. შეხვედრებისას უკვე ისაუბრეს ზოგადი განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების, სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ:

მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

გაზაფხულიდან პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია გაგრძელდება

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება - მინისტრი

ნაკლები ბიუროკრატია პედაგოგებს გაუხარდებათ - როგორ აფასებს რეზო აფხაზავა სქემაში ცვლილებებს

რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს განათლების სამინისტრო 2019 წელს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი სასკოლო ცხოვრებაში - რა გეგმები აქვს სამინისტროს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^